სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან ბადრი ქუთელიასთან და საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმიასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სორტაში, ჩილაჩავების უბანში, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ღირებულება 280 422 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოწესრიგებული გზის საფარი არასდროს ყოფილა, არსებული გზა კი ამორტიზებული იყო და გადაადგილების დროს მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა.
ახალი გზა მოსახლეობას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება პატარა შხეფისა და საარახამიოს უბნებში.