სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
სენაკის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.
დღევანდელ შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე, მარტივი და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.