სენაკში ტექნოლოგიური კვირეული – AgriTech Week დასრულდა.
ტექნოლოგიური კვირეული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სენაკის ტექნოპარკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.
კვირეული 16 ივლისს, პანელური დისკუსიით გაიხსნა. AgriTech Week-ის ფარგლებში მონაწილეებმა სენაკიდან, ფოთიდან, ხობიდან, მარტვილიდან და ჩხოროწყუდან შეისწავლეს აგროტექნოლოგიები, მუშაობდნენ სტარტაპ იდეებზე, მონაწილეობდნენ პრაქტიკულ ვორქშოფებში.
ორი რჩეული გუნდი ჟიურიმ გამოავლინა. გუნდებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან 500-500 ლარი გადაეცათ.
კვირეულის მიზანია რეგიონული სტარტაპების განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესება აგროტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.