სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სენაკის თეატრალური დასის პრემიერას დაესწრო.
სპექტაკლის ინსცენირება და რეჟისურა ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის თეატრის დასის მსახიობები და თეატრალურ-დრამატული სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები.
სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.