მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ნოქალაქევში ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი გაიმართა

25 ივლისს, ნოქალაქევის ციხე-ქალაქში გაიმართა ლეგენდარული სენაკელი ფალავანის, ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში – ,,ნესტორ ესებუას თასი” მონაწილეობა მიიღეს ფალავნებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ტურნირს ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ხუბულური, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი გაჩეჩილაძე, ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, გიორგი შიუკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
გამარჯვებული ფალავნები დაჯილდოვდნენ მედლებით და ფულადი ჯილდოებით.
ლეგენდარული სენაკელი ფალავანის, ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ის ტრადიციული გახდება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
Skip to content