რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, დღეს, რუმინეთის თეატრალური დასმა ,,ტუდორ ვიანუ“, სენაკის თეატრში, გამართა სპექტაკლი ,,ციფრები“.
დღესვე მაყურებლის წინაშე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, სპექტაკლით – ,,მუდამ ერთად“ წარდგა.
ფესტივალის სენაკური დღეები ხვალ, ნოქალაქევის ციხე-ქალაქში დაიხურება.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება.