25 ივლისს, რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით – ,,ბილეთი უკანასკნელი წარმოდგენისთვის” – გაიხსნა.
ფესტივალი, სენაკში, ორი დღის მანძილზე, რუმინეთის თეატრ ,,ტუდორ ვიანუს”, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების დასებს უმასპინძლებს.
ფესტივალის სენაკური დღეები 27 ივლისს, 20:00 საათზე, ნოქალაქევის ციხე-ქალაქში, ლიეტუვას ტელშიაის ჟემაიტის დრამატული თეატრის დასის სპექტაკლით – ,,მედეა” დაიხურება.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება და ბოლო წლებია, სტარტს სენაკიდან იღებს.
ფესტივალს დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინელი ჭანკვეტაძე და ფესტივალის დირექტორი – თენგიზ ხუხუა ესწრებოდნენ.