რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების 14 და 16 წლამდელ კალათბურთელებს და მათ მწვრთნელს, შოთა კუჭავას გაგაცნობთ:
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მონაწილე 14 წლამდელ კალათბურთელთა 140 გუნდს შორის, სენაკელმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ვაჟებს შორის, საუკეთესო მოთამაშედ, სენაკელთა გუნდის კაპიტანი, გაბრიელ ქანთარია დასახელდა.
14 წლამდელ კალათბურთელთა გუნდის შემადგენლობაში არიან: საბა ჩიქობავა, საბა ბესელია, გაბრიელ ქანთარია, ვატო გვარამია, ამიკო ფიჩხაია, გიორგი კუპრეიშვილი, ნიკოლოზ გვიჩია, დავით გვიჩია, ნიკოლოზ ყურაშვილი, ზურა ცაავა, გიორგი საჯაია, რეზი ადამია, ანდრია კაჭარავა.
16 წლამდელი კალათბურთელები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 128 გუნდს შორის, მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ვაჟებს შორის, საუკეთესო მოთამაშედ, სენაკელთა გუნდის კაპიტანი, საბა შენგელია დასახელდა.
16 წლამდელ კალათბურთელთა გუნდის შემადგენლობაში არიან: საბა შენგელია, ნიკოლოზ ჭანტურია, ლუკა უბილავა, ალექსი ჩოჩია, მურთაზ ხოფერია, მათე გოგინავა, ზაზა სოლომონია, დავით გუნია, გიორგი წულაია, გიორგი ჭანტურია.
ეს ის ბიჭებია, რომელთაც, სენაკის კალათბურთის ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ტურნირზე, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ყველა სატურნირო შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულეს და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ასევე პირველად, 16 წლამდელ კალათბურთელთა გუნდი, ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, 14 წლამდელები კი – ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
საერთაშორისო ტურნირებზე გუნდები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თადაფინანსებით გაემგზავრნენ.
მათ, პირველებმა შეძლეს საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში გამარჯვება და A ლიგის შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლების მოპოვება, ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალში გადასვლა.
14 და 16 წლამდელ კალათბურთელთა გუნდები არაერთი ტურნირის გამარჯვებულები არიან.
ასევე ხაზგასასმელია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა, ლუკა ჩიქობავამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, კარიერა ესპანეთის კალათბურთის აკადემიაში წარმატებით გააგრძელა, გუნდს არაერთი გამარჯვება მოუტანა, მადრიდის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონის და თამაშების უპირობო ლიდერის ტიტული ორჯერ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 16 წლამდელ კალათბურთელთა გუნდის წევრები: საბა შენგელია და ნიკოლოზ ჭანტურია ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არიან.
საამაყოა ის ფაქტიც, რომ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, 18 წლამდელ კალათბურთელთა გუნდის წევრებმა – საბა მოსიძემ, ილია ჭანტურიამ, ვალერი პაპასკირმა და სანდრო სანაიამ – ჯერ სამეგრელოს, შემდეგ – დასავლეთ საქართველოს და დასკვნით შეხვედრაზე, საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს. ვაჟებს შორის 3X3 კალათბურთის საუკეთესო მოთამაშედ საბა მოსიძე დასახელდა.
საბა მოსიძე, ვალერი პაპასკირი და ლუკა ჩიქობავა ასევე არიან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების 14 და 16 წლამდელ კალათბურთელთა გუნდების მწვრთნელი – ჩვენი თანაქალაქელი, წარმატებული სპორტსმენი, შოთა კუჭავაა, რომელიც თბილისში, კალათბურთელთა კლუბ ,,სოხუმში“ საქმიანობის შემდეგ, მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და 2020 წლიდან დღემდე, 18, 16 და 14 წლამდელ კალათბურთელებთან ერთად, სენაკის კალათბურთის ისტორიას ქმნის.