მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მუნიციპალურმა ანსამბლმა სოლო კონცერტი გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული მუნიციპალური ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლო კონცერტს დაესწრო.
კონცერტში მონაწილეობა ასევე მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანსამბლმა ,,ოდოიამ”.
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური ცეკვების მუნიციპალური ანსამბლი, 2024 წელს, სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის” ბაზაზე შეიქმნა.
ანსამბლი აქტიურად არის ჩართული ქართული ხალხური ცეკვების პოპულარიზაციის საქმეში, კონცერტებს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში, არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული და არაერთგზის ლაურეატი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართულ საერთაშორისო კონკურ-ფესტივალზე – ,,ჰარირა“, ქორეოგრაფიული ნომრების საუკეთესო შესრულებისათვის, ანსამბლი მიიწვიეს დუბაის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე – ,,კასადა”.
მუნიციპალური ანსამბლი, რომელსაც ქორეოგრაფი გიორგი კორშია ხელმძღვანელობს, აგვისტოში საერთაშორისო ფესტივალზე თურქეთში გაემგზავრება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
Skip to content