თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები უტარდება.
აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფილის ექიმები – რადიოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი და რევმატოლოგი იღებენ.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა ეცნობიან.
პროექტის ფარგლებში, ხვალ, 3 აგვისტოს, 10:00 საათიდან, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური კვლევები, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ჩაუტარდება.
სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.