სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილეებთან ერთად, პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის, ლევან თეფანიას ხსოვნას და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
სენაკელი ლევან თეფანია, 27 წლის ასაკში, 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.