სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე განიხილეს ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის, შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საკითხები. საუბარი შეეხო გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხს. სენაკის მერმა მოისმინა ინფორმაცია ასევე მიმდინარე სოციალური და კულტურული პროექტების შესახებ.
ვახტანგ გადელიამ მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დაავალა.
სენაკის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილეები – ბადრი ქუთელია, ნანა ზარანდია, ასევე მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ.