დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად, 100% და 70%-იანი გრანტის მფლობელ წარმატებულ სენაკელ კურსდამთავრებულებს – მონიკა აბშილავას, სერგო გულბიანს, ანა ჟორდანიასა და სალომე ხარებავას შეხვდა.
2025 წლის ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტის სტატუსი 240-მა სენაკელმა ახალგაზრდამ მოიპოვა. მათგან, 100%-იანი დაფინანსების გრანტი საჯარო და კერძო სკოლების 4-მა კურსდამთავრებულმა – მონიკა აბშილავამ, ნიტა ქუთათელაძემ, ცოტნე მილორავამ, ანა ჯოჯუამ.
70%-იანი დაფინანსების გრანტი მოიპოვა 8 კურსდამთავრებულმა: სერგო გულბიანმა, თეკლე დიხამინჯიამ, ელისაბედ მეფიშვილმა, ანა ჟორდანიამ, სალომე ხარებავამ, ლიზი სახოკიამ, ნანა ჩიტაიამ და გიორგი პაპავამ.
50%-იანი დაფინანსების გრანტი მოიპოვა საჯარო და კერძო სკოლების 35-მა კურსდამთავრებულმა.
სენაკის მერიამ ეროვნულ გამოცდებში 100% და 70%-იანი გრანტის მფლობელ წარმატებულ 12 სენაკელ კურსდამთავრებულს ფულადი ჯილდო გადასცა.
,,მოხარული ვარ, რომ აბიტურიენტთა უმრავლესობამ შეძლო სტუდენტის სტატუსის მოპოვება.
გისურვებთ შემოქმედებით, ნაყოფიერ და საინტერესო სტუდენტურ წლებს; წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ ჩვენი მშობლიური ქალაქისა და ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში“ – აღნიშნა შეხვედრაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.