მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი დაიხურა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ტექნოპარკის მწვანე ტექნოლოგიების ბანაკის დახურვის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
სენაკის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე ტექნოლოგიების ბანაკში მონაწილეობა 8 სენაკელმა ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაც სენაკის მერის მოადგილემ წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გიორგი ნადარაიამ
ბანაკის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
რეგიონის ახალგაზრდებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა ემსჯელათ მომავლის ჭკვიან ქალაქზე, ესწავლათ ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობა. დასკვნით ეტაპზე კი წარმოადგინეს ინოვაციური პროტოტიპები. მონაწილე გუნდებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.
ბანაკი ანაკლიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content