ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამფითეატრში გამართულ ღონისძიებას – ,,პირველი ნაბიჯიდან ბოლო ზარამდე” დაესწრნენ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და სენაკის მერიის მხარდაჭერით, ასევე გაიმართა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები: ,,დაგვიტოვე ხელის ანაბეჭდები” და ფოტოკონკურსი – ,,მე სკოლაში მივდივარ”.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქისა და ზანას, უშაფათის, თეკლათის, ძველი სენაკის, ნოსირის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.