მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოხალისეთა ჯგუფები.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.
დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დიდი ნაწილი, ასევე – სახნავ-სათესი ფართობები.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიმეწყრა მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გზები, ხიდები, ჩამოიშალა სანიაღვრე სისტემების საყრდენი კედლები.
სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.
ზარალის დამთვლელმა კომისიამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content