სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურები.
გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია კოსტავას, რუსთაველის, ჭავჭავაძის ქუჩებზე. ამ წუთებში კი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.