სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ვახტანგ გადელიამ სენაკელებს გააცნო მერობის პერიოდში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით.
სენაკის მერმა ასევე წარადგინა მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები და სტრატეგიები.
სენაკის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, დავით ვერავამ.
მერის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სენაკის საპატიო მოქალაქეები, მერის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს, ბიზნესსექტორის, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები.
მერის საქმიანობის ანგარიში ვრცლად იხილეთ ბმულზე: