მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატი, გიორგი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკში, სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების – სენაკის სამშობიარო სახლის აღდგენა-რეაბილიტაციის ისტორიული პროექტი ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო სამშობიარო სახლის შენობა, სამედიცინო პერსონალს შეექმნა ღირსეული სამუშაო გარემო.
იგეგმება დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით აღჭურვა.
აღნიშნული პროექტით, ქალაქს, ტრადიციებისა და ისტორიის მქონე სამშობიარო სახლი შეუნარჩუნდა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო პერსონალთან ერთად, სამშობიარო სერვისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა, რათა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
მისივე განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებმა პაციენტებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება უნდა უზრუნველყონ, რასაც სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content