სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტ სალომე ჯალაღონიასთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მეწარმეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და ახალ ინიციატივებზე.
აღინიშნა, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის გზით. სააგენტოს პრიორიტეტებია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და სამეწარმეო პოტენციალის განვითარება.
შეხვედრას, ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.