სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ განათლების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ის პედაგოგები დააჯილდოვა, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წელს გამორჩეულ წარმატებებს მიაღწიეს.
პროფესიისადმი ერთგულების, განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფულადი ჯილდო და მადლობის სიგელი 8 პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან:
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის პედაგოგი, ტოლია კილასონია;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ სამხატვრო სკოლის პედაგოგი, ლერი კართხია;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ სამუსიკო სკოლის პედაგოგი, გოჩა ჯგერენაია;
ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების N6 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი, ნანა დემურია;
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის უფროსი, მანანა ჭანტურია;
ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი, ვეფხვია გორგოძე;
ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ძიუდოსა და ქართული ჭიდაობის მწვრთნელ-მასწავლებელი, გელა ხარბედია;
ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელ-მასწავლებელი, რევაზ იოსელიანი.
საპატიო სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.