ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, სენაკის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სენაკის მერმა, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ნოემბრის თვეში დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის ,,ეგრისობის’’ ჩატარების დეტალებზე ისაუბრა.
სხდომას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.