გასული კვირის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში გაწეული დახმარების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
სენაკის მერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და ამ ეტაპზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, მერიის სამსახურების უფროსები და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ.