მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დაარსებიდან 15 წელი გავიდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა მოადგილეებთან ერთად, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დაარსების 15 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრნენ.
,,დღეს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. აღნიშნული პერიოდი გამორჩეული იყო წარმატებებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით.
მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ჩვენი ახალგაზრდებისთვის სარწმუნოებისა და ცოდნის მყარი საფუძველი შექმნა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ შეძლო საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. სკოლა-გიმნაზიის დირექცია და თითოეული პედაგოგი ჩვენს მომავალ თაობებს უდიდეს გამოცდილებას, ცოდნასა და სიყვარულს უზიარებს.
ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, ჩვენს ძვირფას მეუფეს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო კერის დაფუძნებას და გულწრფელ მადლობას ვუხდი გაწეული ღვაწლისთვის.
გილოცავთ ყველა პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს და გისურვებთ მრავალ წარმატებულ წელს განათლებისა და სულიერი განვითარების გზაზე,” – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
ღონისძიების დასასრულს, სკოლა-გიმნაზიის მიერ გამოცხადებული კონკურსის, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის – ,,წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის სასკოლო პრემიის” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
საღამოს ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
Skip to content