მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები.
4 მარტიდან, მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება მოსახლეობის საერთო კრებები. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციების და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეირჩევა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარი გამოიყო, რაც მოხმარდება მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მუნიციპალიტეტის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი პრობლემების სიღრმისეული შესწავლა და მოქალაქეთა ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ღია და გამჭვირვალე დიალოგი.
,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, გუნდური მუშაობით უზრუნველვყოთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დროული და ეფექტიანი განხორციელება, შესრულდეს ყველა წინასაარჩევნო დაპირება და რეალური შედეგები მივაწოდოთ თითოეულ მოქალაქეს,” – განაცხადა ვახტანგ გადელიამ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
Skip to content