მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და სტადიონი აშენდება

სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რაც ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს სივრცის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად გამოყოფილ ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების დეტალები ადგილზე განიხილეს.
ახალი სპორტული ობიექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და თანამედროვე, ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტული სივრცეების შექმნას.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
Skip to content