ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.
პროექტი სათავე ნაგებობების, არსებული ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა წყალმომარაგებისა და მაგისტრალური ქსელები. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოების 44% შესრულებულია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3670-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 51 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი შონიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჯუმბერ ტყებუჩავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.