მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

200 მოსწავლეზე გათვლილი უშაფათის სკოლა სრულად რეაბილიტრდა

სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა და დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ გადელიასთან ერთად დაათვალიერა, სასწავლო პროცესს გაეცნო, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
უშაფათის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
Skip to content