სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026-ის სენაკის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა სპორტის მასწავლებლებს და ახალგაზრდა სპორტსმენებს მოპოვებული წარმატება მიულოცა. მათ საჩუქრად ბრენდირებული სპორტული ფორმები გადასცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ თამაშებს 3×3 კალათბურთში, ხვალ, სენაკის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
28 თებერვალს, რეგიონულ თამაშებში იასპარეზებენ მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდები: გოგონათა შორის – ნოსირის საჯარო სკოლის გუნდი და ვაჟთა შორის – სენაკის პირველი საჯარო სკოლის გუნდი.