სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დაიწყო.
დღეს შეხვედრები ზემო ჭალადიდის, ახალსოფლის, ნოსირის, მეორე ნოსირისა და გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თითოეული სოფელი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხას მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღებს. პრიორიტეტული პროექტები თავად მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩევა, რათა ადგილობრივი საჭიროებები მაქსიმალურად ეფექტიანად და მიზნობრივად გადაიჭრას.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 738 000 ლარია გამოყოფილი.