სენაკის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
კონსულტაციები და დასახლების საერთო კრებები დღეს ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ლეძაძამეს, ფოცხოს და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
მოსახლეობა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს თავად ირჩევს, არჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი სენაკის მერია განახორციელებს.
პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.