სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე, ცნობილი ქალაქური სიმღერებით, ანსამბლი „ქართული ხმები“ წარდგა. საღამოს მსახიობი ზვიად დოლიძე უძღვებოდა.
ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.