მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას 90 წელი შეუსრულდებოდა

8 მარტს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ საქართველოს ეროვნულ გმირს, სენაკის ღირსეულ შვილს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას 90 წელი შეუსრულდებოდა.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილე ნანა ზარანდიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
23-ე ბრიგადის მეთაური და სოხუმის გარნიზონის უფროსი, თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
გენო ადამია კოდორის ხიდზე, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, 1993 წლის 28 სექტემბერს მაშინ მოკლეს, როცა სოხუმში შესვლას ცდილობდა.
გენო ადამიასთან ერთად იბრძოდა მისი ორი ვაჟი.
ოთხი თვის შემდეგ, გენერალ-მაიორის ნეშტი, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.
2020 წელს, გენო ადამიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გმირის სახელობის გახდა სენაკის პირველი საჯარო სკოლა და ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content