მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გასული კვირის განმავლობაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში გაწეული დახმარების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დირექტორები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად შერჩეული 38 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
დღეს დასრულდა საპროექტო წინადადებების მიღება, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2026-ის ფარგლებში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ამ მიმართულებით, ორ პროექტს დააფინანსებს, რისთვისაც 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.
საუბარი ასევე შეეხო გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობას, რომლის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ საწულეისკირიოსა და კოტიანეთში, მინი სპორტული მოედნების მოწყობას გეგმავს.
ამასთან, მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
სენაკის მერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ცნობილი ქართველი ებრაელი პოეტის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content