ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომაზე, სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილეს, რომელიც ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატის, გიორგი ხახუბიას პირადი ინიციატივით ხორციელდება.
ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გათვლილი იქნება 200 მაყურებელზე და გააერთიანებს:
• სპორტულ და საბავშვო საცურაო აუზებს;
• სავარჯიშო დარბაზებს, გასახდელებსა და ფიზიოთერაპიის სივრცეებს;
• სამედიცინო და ადმინისტრაციულ ოთახებს;
• საკონფერენციო დარბაზებსა და კომერციულ სივრცეებს.
ასევე დაგეგმილია თანამედროვე ავტოსადგომების, უსაფრთხოებისა და განათების სისტემების მოწყობა.
საკონკურსო კომისიის სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, ფოთის, სენაკისა და ხობის დელეგატ გიორგი ხახუბიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად დაესწრო, სადაც დეტალურად განიხილეს წარმოდგენილი პროექტები და მათი განვითარების პერსპექტივები.
კომისია წარმოდგენილი კონცეფციებიდან გამარჯვებულს უახლოეს დღეებში გამოავლენს.