მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჯემალ აჯიაშვილი 82

სენაკში, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.
დღეს, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლაში, გაიმართა პოეტის ლექსებზე შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, სახვითი ხელოვნების გალერეაში კი – მოეწყო ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრებისასა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.
აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თემატური ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
კვირეულის ფარგლებში, პირველ აპრილს, მწერლის მშობლიური ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლა, უმასპინძლებს ღონისძიებას – „მიამბეთ თქვენზე – ჯემალ აჯიაშვილი“. თემატური ღონისძიება ასევე გაიმართება ჟიული შარტავას მუზეუმში.
კვირეული, 2 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ჯემალ აჯიაშვილის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილი ტრადიციული მხატვრული კითხვის კონკურსით დასრულდება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content