მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

უფასო სამედიცინო აქცია მოსახლეობისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.
სამედიცინო სკრინინგის მიმდინარეობას, მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
მერის განცხადებით, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის გამოკვლევა. „ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მოსახლეობაზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა,“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს სკრინინგი.
სამედიცინო აქცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად ტარდება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
Skip to content