გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დასკვნითი ღონისძიებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში დასრულდა.
მწერლის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონკურსს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ლევან უჩანეიშვილი და მანანა გვიჩია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული გაკვეთილი – „მიამბეთ თქვენზე – ჯემალ აჯიაშვილი“.
მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასევე მიეძღვნა თემატური ღონისძიება, ჟიული შარტავას მუზეუმში.
კვირეული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით გაიმართა.