აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასრულებულია მენჯის, შხეფის, საკალანდარიშვილოს, თეკლათისა და ძმათა სასაფლაოებთან მისასვლელი გზებისა და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება, სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.
აქტიურად გრძელდება ნოსირის, ძველი სენაკის, კოტიანეთის, მეორე ნოსირის და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების სასაფლაოების ტერიტორიების დასუფთავება.
სამუშაოებს ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“ ახორციელებს.
ტერიტორიების დასუფთავება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დასრულდება.
მნიშვნელოვანია, რომ ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“ სისტემატურ რეჟიმში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოებს.