სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, საბჭოს კოორდინატორ გვანცა მალანიასთან ერთად, დღის ცენტრ „ლაზარე 2015“-ის ბენეფიციარები მოინახულეს და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებაში სოლიდარობის გაძლიერებას და ახალგაზრდების სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას.