მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან და მათ მშობლებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს და მათ მშობლებს შეხვდა.
მერმა მოზარდებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა და თითოეულს 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
„დღეს ემოციური შეხვედრა მქონდა ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებულ მოზარდებთან და მათ მშობლებთან. ვისაუბრეთ მიმდინარე სოციალური პროგრამების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ასევე ახალ ინიციატივებზე, რომელთა მიზანია მხარდაჭერის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩემთვის მათი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ სოციალური ვალდებულება, ის ადამიანური პასუხისმგებლობაა, რომელიც გვახსენებს თანადგომისა და თანასწორობის მნიშვნელობას. ჩემი მთავარი მიზანია, ეს მხარდაჭერა იყოს სისტემური, მუდმივი და შედეგზე ორიენტირებული,“ – აღნიშნა სენაკის მერმა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ასევე უზრუნველყოფს მოზარდებისა და მათი მშობლების ვიზიტს ბათუმის დელფინარიუმში, სადაც ისინი დელფინების სადემონსტრაციო პროგრამას დაესწრებიან.
პროექტის ფარგლებში, სენაკის მერია სრულად დააფინანსებს როგორც ვიზიტს, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებს.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
Skip to content