მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

37 წელი – 9 აპრილის ტრაგედიიდან…

„მადლობა თავისუფლებისთვის“ – ასეთია 37-ე 9 აპრილის გზავნილი.
დილიდან, სენაკში, 9 აპრილის სკვერში, შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს ქვეყნისთვის შეწირულთა ხსოვნას.
„37 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან – დღიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალა. დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიტოვეს ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება.
9 აპრილი სამაგალითო ერთობის დღეა, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა ქართველი ხალხის ერთიანობა ეროვნული თვითმყოფადობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს დღე და გავუფრთხილდეთ ეროვნულ იდენტობას, რომელიც მათ დაგვიტოვეს,” – აღნიშნა სენაკის მერმა.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
საქართველოსთვის შეწირულთა ხსოვნასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ თარიღებს მიეძღვნა თემატური გამოფენები – ჟიული შარტავას მუზეუმსა და ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
Skip to content