დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილეებთან – ბადრი ქუთელიასთან და ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დირექტორებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, სენაკის მერმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე კვირისთვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა, პროექტებისა და პროგრამების კოორდინირებული და დროული შესრულების უზრუნველსაყოფად.