მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში დედამიწის დღე აღინიშნა

დედამიწის საერთაშორისო დღეს სენაკის მუნიციპალიტეტი, გამწვანების აქციით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით შეუერთდა.
გამწვანების აქციაში ჩაერთნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სენაკის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორი, გვანცა მალანია და საბჭოს წევრები.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი – ,,ბუნებრივი კატასტროფები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”.
ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,სუპერ მიქსი”, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების ჩართულობით, ველორბოლა მოეწყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პროექტის
„მწვანე თაობა – სენაკის მომავალი“ ფარგლებში, სენაკის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორმა, დავით გრიგოლიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ესსეების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
სენაკის მერიის ფულადი ჯილდო ასევე გადაეცა მერიისა და ტექნოპარკის ერთობლივ პროექტ ,,ჰაკათონში” გამარჯვებულს.
დასკვნითი აქტივობის ფარგლებში, მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა, გაიმართა პრეზენტაციები.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
Skip to content