სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში, იდეების ფორუმი გაიმართა.
ფორუმს – ,,გაკვეთილი, რომელიც შთაგვაგონებს“, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად დაესწრო.
იდეების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 16 საჯარო და კერძო სკოლის 36-მა პრეზენტატორმა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული სასწავლო პროექტებისა და აქტივობების წარმოჩენა-გაზიარებას, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების უნარების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებას.
იდეების ფორუმს ასევე დაესწრნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.