სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ჯონ მერშჰაიმერი.
თბილისის რეგიონული ფორუმი
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ის 6 ივნისს დასრულდება.