სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით ასოციაციის საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე ასოციაციის სამომავლო გეგმები და სტრატეგიული პრიორიტეტები.
სხდომა, პროექტის – „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.