მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში ,,ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა

,,ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სენაკში, საჯარო კითხვის მარათონი და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
,,ვეფხისტყაოსნის’’ საჯარო კითხვაში ჩაერთნენ ზოგადსაგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები, ახალგაზრდული საბჭოს წევრები, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობა, ახალგაზრდული თეატრი „ფიროსმანი“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის განყოფილების სტუდენტები, პედაგოგები და მოხალისეები.
ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფულად ჯილდოებს გადასცემს.
კალიგრაფიის კონკურსში I ადგილი – ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიზი კაკულიამ მოიპოვა, II და III ადგილები – ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა – ანანო გოგინავამ და ელენე გაბეჩავამ.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
,,ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სენაკის წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს მიეძღვნა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content