მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

განათლების მინისტრის ვიზიტი სენაკის პროფესიული განათლების ცენტრში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განათლების ცენტრს ეწვია.
მინისტრთან ერთად ცენტრში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია.
მინისტრი, თანმხლებ პირებთან ერთად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული განათლების ცენტრის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ მონაწილეებს გააცნო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიზნით, 3 მილიონი ლარი გადაეცემა.
შეხვედრაზე, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თეონა ხუფენიამ, ცენტრის უახლესი მიღწევების შესახებ ისაუბრა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. პროფესიული განათლების ცენტრი ზუგდიდსა და სენაკში ფუნქციონირებს და რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს.
სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების უზრუნველყოფაზე. ცენტრის ინფრასტრუქტურა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, სასათბურე და საფუტკრე მეურნეობებს, ასევე თანამედროვე ტიპის ფერმას, რაც სტუდენტებს პრაქტიკული უნარების რეალურ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ცენტრში ხორციელდება 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 3 – ინტეგრირებული სწავლების მიდგომით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებებით.
ამჟამად, სენაკის პროფესიული განათლების ცენტრში, 400-მდე სტუდენტი სწავლობს, ხოლო მიმდინარე ეტაპზე – პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 320-მდე ადგილია გამოცხადებული.
პროფესიულ განათლებას ცენტრში წარმატებით ეუფლებიან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული სტუდენტებიც.
სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შშმ და სსსმ პირთა საჭიროებებზე.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content