სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ წუთებში, დატბორვის შედეგად დარჩენილი ნატანი მასალისგან, იწმინდება ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორები.
სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა შესაბამისი უწყებები.